Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

1.   გამოცხადდეს ფაკულტეტის  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების საგნების სახელმძღვანელოების შექმნის კონკურსი;
2.   კონკურსის განსახორციელებლად ფაკულტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 20 000 ლარი;
3.   სახელმძღვანელოს შექმნის ანაზღაურების მაქსიმუმი -  5 000 ლარი;
4.   სახელმძღვანელოს აუცილებლად    უნდა    ჰყავდეს   სამეცნიერო   და   ენობრივი რედაქტორი, რომლის ხარჯებს  გაიღებს ავტორი;
5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის    აკადემიურ   პერსონალს, რომელთაც  მოქმედი   ხელშეკრულების ფარგლებში გამოქვეყნებული/შექმნილი აქვთ ერთი სახელმძღვანელო მაინც;
6. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის არჩევითი  საგნის  სახელმძღვანელო საკონკურსოდ  განიხილება  მხოლოდ იმ  შემთხვევაში,  თუ   ბოლო ორი სასწავლო წლის  განმავლობაში შესაბამის  საგანზე  დარეგისტრირებული   იყო  არანაკლებ 70
სტუდენტისა;
7. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში  საკონკურსოდ განიხილება სავალდებულო საგნის სახელმძღვანელო მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ  ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში მოცემულ  საგანზე  დარეგისტრირებული  იყო არანაკლებ 25 სტუდენტისა;
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა  წარმოადგინონ განცხადება დეკანის სახელზე,   სახელმძღვანელოს დეტალური   ანოტაცია   (მინიმუმ  500  სიტყვა)   და სავარაუდო სარჩევი.
9.  საკონკურსო საბუთები უნდა  აიტვირთოს ბმულზე https://www.tsu.ge/ge/faculties/social/books/iv5pzb1oe4ukrny_-/zbhly8sltj3bpsk2b//
10.  საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის  ვადა – ა.წ. 17 თებერვლის 17.00 სთ–მდე.
11. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 28 თებერვალს;
12. დასრულებული  პროექტების ბმულზე ატვირთვის  ვადა – 2020 წლის 1 ოქტომბერი. ვადის გადაცილების შემთხვევაში  პროექტები არ განიხილება. ბეჭდური სახით დასრულებული  პროექტი წარმოდგენილ უნდა  იქნეს ფაკულტეტის  სამეცნიერო
კვლევებისა და განვითარების სამსახურში, VI კორპუსი, N406. დასრულებული პროექტები უნდა  აიტვირთოს ბმულზე https://www.tsu.ge/ge/faculties/social/books/iv5pzb1oe4ukrny_-/zbhly8sltj3bpsk2b//
13.  დასრულებული  სახელმძღვანელო გაფორმებული უნდა  იყოს APA-ს სტილით;
14. გამარჯვებული პროექტის ანაზღაურება მოხდება სახელმძღვანელოს წარდგენის, რეცენზირების და საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდგომ;
15. სახელმძღვანელო გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით;
16. საკონკურსო პროექტების შერჩევასა და გამარჯვებული პროექტების რეცენზირებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1.   თამარ დოლბაია -  კომისიის   თავმჯდომარე,  ასოცირებული  პროფესორი, ფაკულტეტის  დეკანი;
2.   თეონა მატარაძე - კომისიის  მდივანი,  ასოცირებული  პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 
3.   რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი, ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
4.   სალომე დუნდუა -   ასოცირებული  პროფესორი, პოლიტიკის  მეცნიერების მიმართულება;
5.   მანანა შამილიშვილი  -  ასოცირებული  პროფესორი, ჟურნალისტიკისა  და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
6.   იაგო   კაჭკაჭიშვილი    -   პროფესორი,  სოციოლოგიისა   და   სოციალური მუშაობის მიმართულება;
7.   გიორგი     გოგსაძე     -     პროფესორი,    საზოგადოებრივი      გეოგრაფიის მიმართულება;


17. ფაკულტეტის  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;
18. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;